სერბიისა და ბოსნიის მთავრობები პირველად მართავენ ერთობლივ სხდომას

სერბიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობები პირველად მართავენ ერთობლივ სხდომას. წინასწარი ინფორმაციით, დღის წესრიგის თემებია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა, ტელეკომუნიკაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მდგრადი განვითარება. ბოსნიის 1992-1995 წლების ომი, რომელმაც 100 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღემდე მძიმე გავლენას ახდენს სერბია-ბოსნიის ურთიერთობაზე. კონფლიქტის დროს ბელგრადი ეხმარებოდა ბოსნიელი სერბების ბრძოლას ბოსნიიდან გამოსაყოფად და სერბიასთან მისაერთებლად. ომის შემდეგ ბოსნიამ შექმნა ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედგება ფართო ავტოომიის მქონე ორი ერთეულისაგან - მუსლიმებისა და ხოვატიის ფედერაციისა და უემეტესწილად ეთნიკური სერბებით დასახლებული რეპუბლიკა სრპსკასაგან. სერბიაც და ბოსნიაც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვიან.