პაკისტანში, სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა ქარხნის სახურავის ჩამონგრევის შედეგად

პაკისტანის ქალაქ ლაჰორთან 18 ადამიანი დაიღუპა ქარხნის სახურავის ჩამონგრევის შედეგად. იუწყებიან, რომ ნანგრევებშია მოყოლილი 150-მდე ადამიანი და 70-ზე მეტ პირს უწევენ სამედიცინო დახმარებას. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პაკისტანის ტელევიზიის ცნობით, შენობა დაზიანებული იყო 7,5 სიმძლავრის მიწისძვრით, რომელმაც გასულ კვირაში შეარყია ეს რეგიონი და 400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა სამ ქვეყანაში. სხვა წყაროების ცნობით, ქარხანაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანი ზაჰიმ ყადრი აცხადებს, რომ ნაადრევია ნგრევის მიზეზზე საუბარი.