საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის პრეზიდენტს მძაფრად აკრიტიკებენ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ოპონენტების დევნის გამო.