ლაჰორში ქარხნის დანგრევის მსხვერპლი 26-მდე გიზარდა

პაკისტანში, ლაჰორში, ქარხნის დანგრევის შედეგად დახოცილთა რიცხვი გაიზარდა და 26-სს მიაღწია. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას. 6 ნოემბრამდე გადარჩენილი იქნა 110-მდე ადამიანი, მოელიან, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტი იქნება. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქარხნის სტრუქტურა შესაძლოა გასულ კვირაში მომხდარმა იმ მიწისძვრამ დააზიანა, რომელმაც 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.