„ფრიდომ ჰაუსი“: სასამართლომ არასწორად დაითხოვა რუსთავი 2-ის აღმასრულებლები

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოში, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. განცხადებაში მოტანილია ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტის, რობერტ ჰერმანის სიტყვები - რომ „რუსთავი 2-ზე ახალი მენეჯმენტის დანიშვნა უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“. ჰერმანი საქართველოს ხელისუფლებას მოწოდებს უერთგულოს საარჩევნო დაპირებას და შეწყვიტოს ჩარევა მედიის სფეროში.