რუსეთმა ეგვიპტიდან 11 ათასი ტურისტი დააბრუნა

რუსეთის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა ეგვიპტეში მყოფი 11 ათასი ტურისტი და მოელიან, რომ ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ეგვიპტეში დაახლოებით 80 ათასი რუსი ტურისტი უნდა იმყოფებოდეს. ტურისტებს დააბრუნებენ ტვირთის გარეშე, რომელსაც დანიშნულების ადგილზე სპეციალური სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანენ. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის წინადადებას, შეეჩერებინა ეგვიპტესთან საავიაციო მიმოსვლა, ვიდრე ბოლომდე არ იქნება გამოძიებული რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავ „აირბას 321 31“-ის კატასტროფის მიზეზი.