ვაშინგტონში „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

აშშ-ის დედაქალაქში „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ასე ეწოდება საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ დანაშაულს 1932 და 1933 წლებში, როდესაც შვიდიდან ათ მილიონამდე უკრაინელი - კაცები, ქალები და ბავშვები -იოსებ სტალინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ემსხვერპლა. ისტორიკოსთა შეფასებით, მილიონობით უკრაინელის შიმშილით სიკვდილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1932 წლის მოსავლის კონფისკაციამ გამოიწვია. მემორიალის გახსნის ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ცოლი, მარია ესწრებოდა.