განათლება უსინათლოებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც უსინათლოების განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორი და უშუალოდ ბენეფიციარებიც. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნეს, უსინათლოების მთავარი პრობლემა ადაპტირებული გარემოს არარსებობა და დასაქმებაა.