აშშ გუანტანამოს ხუთ ტუსაღს გადასცემს არაბულ საამიროებს

აშშ-მა გამოაცხადა, რომ გუანტამოს საპატიმროში მყოფ ხუთ ტუსაღს გადასცემს გაერთიანებულ არაბულ საამიროებს. პენტაგონის 15 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მადლობელია გაერთიანებული არაბული საამიროების მთავრობისა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-ის მცდელობას, დაიხუროს გუანტანამო ბეის საპატიმრო. 107 პატიმარი დარჩება ამ აქტის შედეგად საპატიმროში, რომელიც კუბაზე, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.