ნიგერიაში აფეთქების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი

ნიგერიაში 32 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სატვირთო ავტომანქანებთან მოაწყო. დაიჭრა 80 ადამიანი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში მოწყობილ აფეთქებაში ექსტრემისტების ჯგუფ „ბოკო ჰარამს“ ადანაშაულებენ. 17 ნოემბრის თავდასხმამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, ნიგერიაში აფეთქებების მთელი სერია მოეწყო. მათგან ყველაზე უფრო სისხლისმღვრელი იყო 23 ოქტომბრის ორი აფეთქება მეჩეთში, სადაც დაიღუპა 42 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. ნიგერიაში 20 ათასამდე ადამიანი შეიწირა ისლამისტების ამბოხებამ, რომელიც ექვსი წლის წინ დაიწყო და მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდა.