თეა წულუკიანმა წარადგინა მთავარი პროკურორობის კანდიდატები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად წარუდგინა სამი პირი: ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს. 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს ფორმატში გაესაუბრებიან სამივე კანდიდატს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ხმათა 2/3-ს დააგროვებს.