ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება

ტერორიზმის გლობალური საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული რისკი არ არსებობს. „ეს კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება, 24-საათიანი მუშაობა და ყველას და ყველაფრის კონტროლი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.