დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა მოკლა ორი ისრაელი მოქალაქე

ორი პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ტელ-ავივში მას შემდეგ, რაც დანით შეიარაღებული პალესტინელი შეიჭრა ერთ-ერთ საოფისე შენობაში და თავს დაესხა ისრაელ მოქალაქეთა ჯგუფს. კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია. მანამდე რუსეთის ტელეარხი RT, რომლის რედაქცია ამავე შენობაშია განთავსებული, იუწყებოდა, რომ თავდასხმა მის წინააღმდეგ იყო მიმართული.