გაერო: ნოემბერში ერაყში ძალადობის შედეგად დაიღუპა 888 ადამიანი

გაეროს მონაცემებით, ნოემბერში ერაყში ძალადობის შედეგად დაიღუპა 888 ადამიანი, ანუ წინა თვეში დაღუპულ 714-ზე მეტი. ერაყში გაეროს მხარდამჭერი მისიის ინფორმაციით, რომელიც 1 დეკემბერს გავრცელდა, ძალადობის მსხვერპლთა შორის არის 489 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას ანბარის პროვინციაზე, რომელზეც გაეროს ხელი არ მიუწვდება. პროვინციის დიდ ნაწილს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.