პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებულებით მოქალაქეობა შეუწყდა მიხეილ სააკაშვილს

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამის ბრძანებულებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ცნობა დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.