დღეს გაიმართება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის შეხვედრა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება. წინა შეხვედრაზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მილანში შედგა, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კახა კალაძემ და ალექსეი მილერმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელების და სხვა ტექნიკური საკითხები და ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.