დელეგატები პარიზში კლიმატის ცვლილების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაეროს კლიმატური ცვლილებების ორკვირიანი კონფერენციის 195-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა 12დეკემბერს დაამტკიცეს კომპრომისული შეთანხმების ტექსტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სათბური ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლადგანვითარებული ქვეყნები 2020 წლამდე ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საშუალოდ ერთ გრადუსი ცელსიუსით შეამცირებენ გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას.