პუტინმა და ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართეს მოსკოვში

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მოსკოვში უშიშროების საკითხებზე მოლაპარაკება დაასრულეს. მოლაპარაკების შემდეგ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მათ მოქალაქეებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს რუსულ-ბელორუსული ერთიანი სახელმწიფოს შიგნით მოძრაობისა და დასახლების სფეროში. პუტინმა თქვა, რომ მოლაპარაკება შეეხო უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი ორგანიზაციის გარე საზღვრებთან და საერთო მცდელობებს ტერორიზმთან ბრძოლაშიო. მის თანახმად, საუბარი სირიასა და უკრაინაზეც იყო.