საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო კოსოვოსა და სერბიის შეთანხმების ნაწილი

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ხელყოფად მიიჩნია კოსოვოსა და სერბეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც მეტ უფლებებს ანიჭებენ კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობის უფლება განაგოს საკუთარი საქმეები და შექმნას მუნიციპალური გაერთიანებები, რომლებშიც, შეთანხმების თანახმად, სერბები უმრავლესობაში იქნებიან. მაგრამ ასე ფორმირებულ სერბულ გაერთიანებებს არ ექნებათ აღმასრულებელი ძალაუფლება, რაც კონსტიტუციის თანახმად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება.