ნიგერიაში გაზის ტანკერი აფეთქდა

24 დეკემბერს ნიგერიაში, გაზის ტანკერი აფეთქდა რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კატასტროფა სამხრეთ ნიგერიაში მოხდა, ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონში. დაღუპულები ძირითადად ტანკერზე მომუშავე ადამიანები იყვნენ. როიტერის ინფორმაციით ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.