თურქეთის ინტერნეტს ჰაკერებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს

თურქეთის საინტერნეტო სერვერებს ძლიერ დარტყმა მიაყენეს ჰაკერებმა, რამაც ბანკების და საჯარო სამსახურების მუშაობა შეაფერხა.არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც განაგებს უებ საიტებს, რომლების მოიხმარენ დომენ “ტე-ერს“, განაცხადეს, რომ თავდასხმა მოდის თურქეთის გარეთ მყოფი „ორგანიზებული ძალებისგან“. ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თავდასხმა „სერიოზული“ იყო.ადგილობრივი მედიის ვარაუდით თავდასხმა რუსეთიდან იყო, ანკარას და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე.ჰაკერთა დაჯგუფებამ, "ანონიმუსმა“ განაცხადა, რომ თავდასხმები თურქეთზე გაგრძელდება, თუ არ შეწყვეტს თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“, მხარდაჭერას.