ისრაელმა პოლიციელმა დანით შეიარაღებული პალესტინელი მოკლა

ისრაელმა პოლიციელმა იერუსალიმში ესროლა და მოკლა პალესტინელი კაცი. მსგავსი ძალადობის შემთხვევები ბოლო სამ თვეში გახშირდა იერუსალიმში. ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის, ლუბა სამრის თქმით, პოლიციამ ეჭვი აიღო და მიუახლოვდა პალესტინელს, რომელმაც დანა ამოიღო და პოლიციელისთვის დარტყმა სცადა. იერუსალიმის ძველ ნაწილში მომხდარი ინციდენტის დროს მეორე პოლიციელმა ესროლა პალესტინელს და მოკლა. ასეთი და მსგავსი შემთხვევების დროს, როცა პალესტინელები დანით უტევენ, ან ცდილობენ შეუტიონ ისრაელებს, ბოლო ხანს, 87 პალესტინელი მოკლეს. ინციდენტების დროს დახოცილთა ისრაელების რიცხვი ოცს უდრის. სულ, ისრაელის არმიასთან დაპირისპირების დროს მოკლული პალესტინელების რიცხვი 127-ია.