ერაყის ჯარმა ქალაქ რამადის სამთავრობო კომპლექსი დაიკავა

ერაყის ოფიციალურ პირთა თანახმად, მისმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამადის სამთავრობო კომპლექსზე, რაც, მათი თქმით, ქალაქის დაბრუნებას ნიშნავს. განადგურებული ქალაქი ექსტრემისტული გაერთიანების „ისლამური სახელმწიფოს“ძალებს ეკავათ. ერაყის ძალების ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ რამადი მეორე ქალაქია თიქრითის შემდეგ, რომელიც მთავრობის ძალებმა დაიბრუნეს.„ისლამურ სახელმწიფოს“, ერაყის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული, სხვათა შორის ქალაქი მოსული.