უცხოელებს უკრაინის ეროვნულ გვარდიაში სამსახურის უფლება მიეცათ

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, დაამტკიცა კანონი, რომლის ძალითაც უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში კანონიერად იმყოფებიან, შეეძლებათ ამ ქვეყნის ეროვნულ გვარდიაში იმსახურონ. სახელმწიფოს მეთაურმა დაამტკიცა შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილება.