კვირიკაშვილი შეშფოთებულია რუსული პროპაგანდის ზრდით

მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აფინანსებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში. დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ არსებობს შესაბამისი საზოგადოებრივი კვლევა, რასაც კვირიკაშვილს გადაუგზავნის.