დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ის პროცედურები განმარტა, რომელიც დღეს, 29 დეკემბერს, მთავრობის დასამტკიცებლად არის საჭირო. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა - ოპოზიციური ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა" - მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. დღეს 12:00 საათზე პლენარული სხდომის რეჟიმში უნდა მოისმინონ მთავრობის პროგრამა, განიხილონ საკითხი პირველი მოსმენისთვის წარდგენილი წესით და, ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებით. 27 დეკემბერს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმინეს.