სოფელ ნაბაკევში დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის 9 წლის ბავშვი, გაათავისუფლეს - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საქართველოს 19 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 28 დეკემბერს დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა.