საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას

საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო კომიტეტებმა. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ არ აპირებენ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას. საქართველოს ახალი მინისტრთა-კაბინეტის არჩევა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს მოულოდნელად დატოვა თანამდებობა.