პაკისტანში რეგიონული მთავრობის ოფისთან აფეთქება მოხდა

პოლიციის ცნობით 18 კაცი დაიღუპა და 28 დაიჭრა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ მარდანის ადგილობრივი ხელისუფლების ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად. შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა ქალაქის სარეგისტრაციო განყოფილება და მონაცემთა ბაზის სააგენტო იმყოფება. ტერაქტზე თავდასხმა კი თალიბანის ადგილობრივმა დანაყოფმა „ტერიკ ე ტალიბან პაკისტანმა“ აიღო. გამოძიება ადგენს, ეს იყო თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება, თუ დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. ქალაქი მარდანი ავღანეთის მოსაზღვრე ხაიბერ პახტუნყვის პროვინციის დედაქალაქ ფეშავარიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.