ავღანეთში სამი ჯარისკაცი ჩამოვარდა არმიის ვერტმფრენის ავარიის შედეგად

ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამი ჯარისკაცი დაიღუპა ქაბულის სამხრეთით, ლოგარის პროვინციაში ეროვნული არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, დავლათ ვაზირის ინფორმაციით, რუსულ წარმოების მი-17 ტიპის ვერტმფრენმა ავარია განიცადა 3 იანვარს ტექნიკური ხარვეზის შედეგად. მისივე თქმით, დაშავდა ორი ავღანელი ჯარისკაცი. შეერთებული შტატები რუსეთისაგან ყიდულობს მი-17 ტიპის ვერტმფრენებს ავღანეთის არმიისათვის მათ გადასაცემად. ავღანელი ოფიციალური პირების განმარტებით, ეროვნული არმია რუსულ სატვირთო ვერტმფრენებს და არა ამერიკულ ჩაინუკის ტიპის ვერტმფრენებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ავღანელი ტექნიკოსები და მფრინავები უკეთ ერკვევიან რუსეთში დამზადებულ საფრენ აპარატებში. ამასთან, მი-17 ტიპის ვერტმფრენები უკეთ ესადაგება ავღანეთის მთიან ლანდშაფტს.