ავღანეთში ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა

აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაიჭრა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სამხედროების ცეცხლის გაუხსნეს, რა დროსაც რამდენიმე ავღანელი ჯარისკაციც დაიჭრა. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში ნატოს და მის მოკავშირეების 12 ათასკაციანი დაჯგუფება იმყოფება.