ირანი საუდის არაბეთს ადანაშაულებს იემენში საელჩოს დაბომბვაში

თეირანი იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე ირანის საელჩოს შენობაზე განხორციელებულ, განზრახულ თავდასხმაში საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციას ადანაშაულებს. ამის შესახებ 7 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰოსეინ ჯაბერ ანსარიმ განაცხადა და დასძინა, რომ კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, 6 იანვრის ღამით საავიაციო დარტყმა მიაყენა სანას, რათა გაენადგურებინა „ჰუტის“ მეამბოხე დაჯგუფების სარაკეტო დანადგარი. 7 იანვარს თეირანმა გამოაცხადა, რომ აკრძალა ყოველგვარი პროდუქტის ექსპორტი საუდის არაბეთიდან.