სპარსეთის ყურის სუნიტური ქვეყნები მხარს უჭერენ საუდის არაბეთს

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ექვსი სუნიტური ქვეყანა მხარს უჭერს საუდის არაბეთს და გმობს თეირანის ჩარევას ერ რიადის საქმეებში. სუნიტური არაბული მონარქიების სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა 9 იანვარს საგანგებო შეხვედრა გამართეს საუდის არაბეთის დედაქალაქში იმ ფონზე, როდესაც ღრმავდება დიპლომატიური დაპირისპირება სუნიტურ საუდის არაბეთსა და შიიტურ ირანს შორის. დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის იფეთქა გასულ თვეს, როდესაც საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ცნობილი შიიტი სასულიერო პირი. ამის პასუხად გააფთრებულმა ბრბომ იერიში მიიტანა ირანში საუდის არაბეთის საელჩოს შენობაზე. მალევე საუდის არაბეთმა შეზღუდა დიპლომატიური და სავაჭრო კავშირები ირანთან, რასაც მხარი ერ რიადის სხვა მოკავშირეებმაც დაუჭირეს.