კოსოვოში შეტაკების შედეგად ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა

კოსოვოს პოლიციის ცნობით 10 პოლიციელი, ორი ჟურნალისტი და ორი დემონსტრანტი დაშავდნენ დედაქალაქ პრიშტინაში 9 იანვარს პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. პოლიციამ დააპატიმრა 24 დემონსტრანტი. მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროკავშირის შუამავლობით სერბიასა და კოსოვოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების იმ პუნქტს უპირისპირდებიან, რითაც ფართოვდება სერბული უმცირესობის უფლებამოსილება მუნიციპალურ ორგანოში და დასაშვები ხდება ბელგრადიდან დაფინასების მიღება. პოლიციას მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება, რათა დაეშალა მრავალათასიანი ბრბო, საიდანაც პოლიციის კორდონებს აალებად ბოთლებსა და ქვებს უშენდნენ.