გარდაიცვალა ბრიტანელი როკვარსკვლავი დევიდ ბოუი

69 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ბრიტანელი მომღერალი დევიდ ბოუი. სოციალურ ქსელებში მუსიკოსის ოფიციალურ ანგარიშებზე 11 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ბოუი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა კიბოსთან წელიწადნახევარი ბრძოლის შემდეგ. ბრიტანელმა როკვარსკვლავმა გასულ კვირაში გამოუშვა ბოლო ალბომი. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ, ნოვატორ და წარმატებულ როკმუსიკოსად ითვლება.