კამერონი დევიდ ბოუის გარდაცვალებაზე: „ვგლოვობთ დიდი ტალანტის დაკარგვას“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი „დიდი ტალანტად“ მოიხსენიებს როკვარსკვლავ დევიდ ბოუის, რომელიც 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ვგლოვობთ დიდი ტალანტის დაკარგვას. ჩვენი ფიქრებით ვართ მის ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებმაც ასე ნაადრევად დაკარგეს საყვარელი ადამიანი. მაგრამ ვფიქრობ, ამავე დროს პატივს მივაგებთ დიდი ნიჭით დაჯილდოვებულ ბრიტანელს, რომელმაც ყველა ჩვენგანის ცხოვრება გაამდიდრა,“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. სოციალურ ქსელებში დევიდ ბოუის ოფიციალურ ანგარიშებზე 11 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი გარდაიცვალა ოჯახის გარემოცვაში, კიბოსთან წელიწადნახევარი ბრძოლის შემდეგ. დევიდ ბოუი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ, ნოვატორ და წარმატებულ როკმუსიკოსად ითვლება.