ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გაზრდის ფინანსური დახმარების მოცულობას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი 2016 წელს გაიზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განუცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს . გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბარტის მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.