მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე, წარმატებით ასპარეზობს ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა. პარასკევს, წყვილთა ტურნირის მეორე წრეში, მან თავის პარტნიორთან, ტაივანელ სუ ვეი ჰსიესთან ერთად, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყვილი, ამ შეჯიბრებაში მეოთხე ნომრად განთესილი დუეტი: კატარინა სრებოტნიკი (სლოვენია)-ტიმეა ბაბოში (უნგრეთი) - 6:3, 4:6, 7:5. მერვედფინალში კალაშნიკოვა და ჰსიე დაუპირისპირდებიან ი ფან სუ-საისაი ჟენგის (ორივე - ჩინეთი) და დარია კასატკინა (რუსეთი)-დანკა კოვინიჩის (ჩერნოგორია) შეხვედრაში გამარჯვებულ წყვილს.