ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს ლარის კურსის შესახებ

ლარის კურსის შესახებ 15 საათზე ბრიფინგს გამართავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარს და 49 თეთრს აღემატება, კომერციული ბანკების და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კურსით კი, 2 ლარსა და 55 თეთრს აღწევს.