თურქეთი ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვს

თურქეთი ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვს მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად. როგორც გერმანიის გაზეთი „ველტი“ იტყობინება ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატზე დაყრდნობით, ანკარა ცდილობს მიიღოს 5 მილიარდი ევრო. ბრიუსელი კი მხოლოდ 3 მილიარდის გამოყოფისთვის არის მზად. ადრე ევროკავშირმა განაცხადა, რომ თურქეთს სამ მილიარდ ევროს მისცემდა ლტოლვილების დახმარებისთვის იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთი დასავლეთ ევროპისკენ ლტოლვილთა ნაკადს შეაჩერებდა.