ოფიციალური ვიზიტით ერევანში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ერევანში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ის შეხვდება სომხეთის თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს, რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას განიხილება თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.