გორის ჰოსპიტალში H1N1-ის ვირუსით გარდაიცვალა ჯარისკაცი

H1N1-ის ვირუსით, ე.წ. "ღორის გრიპით", გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა საქართველოს არმიის ჯარისკაცი. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" სააგენტო იტყობინება. გარდაცვლილი ჯარისკაცი 38 წლის იყო. იგი სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს ამ წელიწადში "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაცვალების მეცხრე შემთხვევაა საქართველოში.