პაკისტანს სურს „ქმედითი საგზაო რუკის“ შექმნა ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანისათვის, საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ხელშესაწყობად. საერთაშორისო საკითხებში პაკისტანის მთავრობის მრჩეველმა სარტაი აზიზმა აღნიშნული განცხადება გააკეთა 6 თებერვალს ისლამაბადში, სადაც ავღანეთის, პაკისტანის, აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია, დაარწმუნოს თალიბანი შეუერთდეს სამშვიდობო პროცესს, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ძალადობა ავღანეთში.