რუსეთის უშიშროების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრი დააკავა

რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, მან ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავა სავაორაუდოდ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შვიდი წევრი. როგორც უწყება იტყობინება, 7 თებერვალს დააკავეს რუსეთის და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ცნობის მიხედვით, დაკავებულები გეგმავდნენ „მსხვილ ტერორისტულ თავდასხმებს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მასალით" მოსკოვში, პეტერბურგში და სვერდლოვსკში. „ეფ-ეს-ბეს“ თანახმად, მან მიაგნო ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელ ლაბორატორიას. როგორც იტყობინებიან, ჯგუფს მეთაურობდა თურქეთიდან რუსეთში ჩასული პირი. რუსეთის ხელისუფლების ვარაუდით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს რუსეთის სამი ათასი მოქალაქე შეუერთდა.