გერმანიაში ცხრა ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა რკინიგზაზე ავარიის შედეგად

გერმანიაში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა რკინიგზაზე ავარიის შედეგად. პოლიციის ცნობით, სამხრეთში მდებარე ბავარიის მხარეში ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა 150-მდე ადამიანი, მათგან 50 მძიმედ. ცნობების თანახმად, უკვე ყველა ადამიანი გამოიყვანეს დაზიანებული ვაგონებიდან. გერმანიის მედია იუწყება, რომ შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა მისი რამდენიმე ვაგონი. ავარია მოხდა მიუნხენის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-მდე კილომეტრში, ქალაქ ბად აიბლინგთან. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.