უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გადადგომა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადადგომა სთხოვა. „იმისათვის, რომ აღვადგინო მთავრობისადმი ნდობა, პრეზიდენტი სთხოვს გენერალურ პროკურორს და პრემიერ-მინისტრს, რომ ისინი გადადგნენ“, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის, სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ ამ წუთებში ტვიტერით გავრცელებულ შეტყობინებაში. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა პარლამენტში იაცენიუკის დაგეგმილ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისადმი ნდობის საკითხი დადგეს.