შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც უწყებების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს

უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. მისი განმარტებით, ახალი სამსახური მმართველობის რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდება პრემიერ-მინისტრის აპარატთან. „მმართველობის რეფორმის შედეგად შეიქმნება მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.