უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ბატკივშჩინამ“ გადაწყვიტა, დატოვოს მმართველი კოალიციის რიგები

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ბატკივშჩინამ“ გადაწყვიტა, დატოვოს მმართველი კოალიციის რიგები. ამის შესახებ განაცხადა დღეს ფრაქციის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს პარტია „სამოპომოშჩის“ დეპუტატებმა. „ბატკივშჩინაც“ და „სამოპომოშჩიც“ პროტესტს გამოთქვამენ გუშინდელი კენჭისყრის გამო, რომლის შედეგად ვერ მოხერხდა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭირო იყო 226 დეპუტატის მხარდაჭერა, მაგრამ გუშინდელი კენჭისყრისას ინიციატივას მხოლოდ 194 კანონმდებელი მიემხრო.