ვიქტორ ორბანი რუსეთსა და ევროკავშირს უკეთესი ურთიერთობისაკენ მოუწოდებს

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთსა და ევროკავშირს უკეთესი ურთიერთობებისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული ურთიერთობის ნორმალიზებით რუსეთსა და ევროკავშირის შორის, რაც უნგრეთის ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული კარგი თანამშრომლობიდან გამომდინარე უნგრეთი ზეწოლას ახდენს ევროკავშირზე, რათა ბრიუსელმა გააუქმოს, უკრაინის გამო, რუსეთისთვის დაწესებული ეკონიმიკური სანქციები.