თურქეთის მთავრობა ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს ანკარის ტერაქტში

17 თებერვალს ანკარის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი ტერაქტის პასუხად, თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ დაბომბა ქურთი სამხედროების პოზიციები ჩრდილოეთ ერაყში. 28 კაცი დაიღუპა და 60-ი დაიჭრა, 17 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად, რაშიც, თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ბრალი სირიაში მოქმედ ქურთთა დემოკრატიულ კავშირის ედება. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლოს განცხადებით, პოლიციამ დააპატიმრა ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 9 პირი. თუმცა, ქურთების მუშათა პარტია და ქურთთა დემოკრატიული პარტია უარყოფენ ამ ბრალდებას.